როგორია საბერძნეთის და თურქეთის ხედვა ახლო აღმოსავლეთის საკითხთან მიმართებაში?

როგორია საბერძნეთის და თურქეთის ხედვა ახლო აღმოსავლეთის საკითხთან მიმართებაში?

2139124
როგორია საბერძნეთის და თურქეთის ხედვა ახლო აღმოსავლეთის საკითხთან მიმართებაში?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ჰამასი“ არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია და განაცხადა, რომ ჰამასის ათასზე მეტი წევრი თურქეთში მკურნალობს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული შეფასება, გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

პრესკონფერენციის დროს, მიცოტაკისმა განაცხადა: „თურქეთსა და ჩვენს შორის ახლო აღმოსავლეთის საკითხთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი ისრაელის ღაზაში განხორციელებულ ქმედებებს და ჰამასს განსხვავებულად აფასებს.“

მიცოტაკისის ამ შეფასებას კი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან ასეთი პასუხი მოჰყვა: „მე არ ვხედავ ჰამასს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. ჰამასი არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომლის მიწები ოკუპირებულია 1947 წლიდან. ამიტომ, ეს ორგანიზაცია არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ამ ადგილების დასაცავად, რომლებზედაც ისრაელის სასტიკი თავდასხმების შედეგად 45 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს უნდა დავინახოთ. სასტიკი მიდგომა იქნებოდა ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება. მე არ მიმაჩნია ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად. ჩემს ქვეყანაში ჰამასის 1000-ზე მეტი წევრი მკურნალობს. დასავლეთი მათ ყველანაირი იარაღით ესხმის თავს, თუ ამ მიწებიდან იზოლირებულ ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებთ, ეს სამწუხარო შეფასება იქნება“.  



მსგავსი ინფორმაციები