ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ ისრაელის მიერ მასშტაბური შეტევა რაფაჰზე

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ ისრაელის მიერ მასშტაბური შეტევა რაფაჰზე

2138847
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ ისრაელის მიერ მასშტაბური შეტევა რაფაჰზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ ისრაელის მიერ მასშტაბური შეტევა რაფაჰზე, მაგრამ მათ არ აქვთ „წითელი ხაზები“ ისრაელთან დაკავშირებით.

ენტონი ბლინკენმა NBC-ის ეთერში აღნიშნა, რომ ხელისუფლება წინააღმდეგია ისრაელის მიერ რაფაჰზე მასშტაბური თავდასხმისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციაზე ისაუბრა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს ჯერ არ წარუდგენია მათთვის სანდო გეგმა და რომ რაფაჰზე თავდასხმას, სადაც 1,5 მილიონი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეა თავშეფარებული, ასეთი გეგმის გარეშე სავალალო შედეგები მოჰყვება.

მან აღნიშნა, რომ ბაიდენის ხელისუფლება, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ (როდესაც ღაზაზე თავდასხმები დაიწყო) ყველაზე სერიოზულ მხარდაჭერას უწევს ისრაელს ყველა გაგებით ამ მხარდაჭერას გააგრძელებს და ასევე შეაფასა აშშ-ს მიდგომა შეიარაღების შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი რაფაჰში შეიჭრება.

ბლინკენმა თქვა, რომ მათ აქ პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, მაგრამ ეს არ არის წითელი ხაზი.

CBS არხზე ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მყოფმა ამერიკელმა მინისტრმა თქვა, რომ ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების მკვლელობის გათვალისწინებით, „გონივრულია ჩაითვალოს, რომ ისრაელი ზოგიერთ შემთხვევაში არ მოქმედებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“.

მეორე მხრივ, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და გაიმეორა გზავნილი, რომ ისინი წინააღმდეგი არიან რაფაჰზე დიდი თავდასხმისა და ისრაელელ მინისტრს სთხოვა ხელი შეუწყოს ღაზაში დახმარების შეტანას.

ოთხშაბათს თავის განცხადებაში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის შეაჩერებს ისრაელს შეიარაღებით დახმარებას, თუ რაფაჰზე დიდი თავდასხმა განხორციელდება და ეს სიტყვები გააკრიტიკა როგორც რესპუბლიკურმა პარტიამ, ასევე ისრაელმა.


საკვანძო სიტყვები: #რაფაჰი , #ისრაელი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები