ალ-კასამის ბრიგადამ  ღაზაში „ცალმხრივად“ გაათავისუფლა 2 სამოქალაქო ტყვე

ალ-კასამის ბრიგადამ  ღაზაში „ცალმხრივად“ გაათავისუფლა 2 სამოქალაქო ტყვე

2054818
ალ-კასამის ბრიგადამ  ღაზაში „ცალმხრივად“ გაათავისუფლა 2 სამოქალაქო ტყვე

ალ-კასამის ბრიგადამ  ღაზაში „ცალმხრივად“ გაათავისუფლა 2 სამოქალაქო ტყვე

ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ ალ-კასამის ბრიგადამ განაცხადა, რომ მათ "ცალმხრივად" გაათავისუფლეს 2 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ტყვედ ჰყავდათ ღაზის სექტორში.

ალ-კასამის ბრიგადის წერილობითი განცხადების თანახმად, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით გაათავისუფლეს ადრე ტყვედ აყვანილი ნურიტ იცხაკი და იოჩევედ ლიფშიცი.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება ადრეც სურდათ და ისრაელი "საკუთარი ტყვეებისთვის მნიშვნელობის არ მინიჭებაში" დაადანაშაულეს.

ალ-კასამის ბრიგადის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თელ-ავივმა დაარღვია ისრაელისთვის დაწესებული პირობები ტყვეების გათავისუფლებისთვის, მათ "ცალმხრივად გაათავისუფლეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მიზეზების გამო".

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა იოსი ზილბერმანმა განაცხადა, რომ ისინი ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ გააკეთებენ და პრემიერ-მინისტრის ეგიდით "ტყვეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეზე" პასუხისმგებელი პირი ამ საკითხზე განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც დარწმუნდება, რომ ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხლები დაბრუნდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ჰამასი , #სამოქალაქო ტყვე , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები