ნატომ დაგმო რუსეთის გამოსვლა მარცვლეულის შეთანხმებიდან

ნატომ დაგმო რუსეთის გამოსვლა მარცვლეულის შეთანხმებიდან

2012846
ნატომ დაგმო რუსეთის გამოსვლა მარცვლეულის შეთანხმებიდან

ნატომ დაგმო რუსეთის გამოსვლა მარცვლეულის შეთანხმებიდან

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთისა და გაეროს მცდელობის მიუხედავად რუსეთის გამოსვლას მარცვლეულის შეთანხმებიდან გმობს.

სოციალურ ქსელში ამ თემაზე გაკეტებულ განცხადებაში სტოლტენბერგმა თქვა: „მე ვგმობ ჩვენი მოკავშირე თურქეთისა და გაეროს მცდელობების მიუხედავად, რუსეთის გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ“.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის არალეგიტიმური ომი უკრაინაში მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებს ზიანის მიყენებას მილიონობით ადამიანისთვის“.

სურსათის გლობალურ ფასებზე უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გავლენის შემცირების მიზნით, გაერო-მ, რუსეთმა, თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებას 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გამართულ ცერემონიალზე.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თავის განცხადებაში შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ხელშეკრულების ვადაგასული შეთანხმების შესახებ განაცხადა: „მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება ფაქტობრივად დასრულდა, ის შეჩერებულია. რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, როგორც კი შესაბამისი პირობები შესრულდება. შეთანხმების რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი არ არის შესრულებული“.



მსგავსი ინფორმაციები