ბაიდენი: "რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში სერიოზული შეცდომა იქნება"

ჯო ბაიდენი: "რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ძალიან სერიოზული შეცდომა იქნება"

1897693
ბაიდენი: "რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში სერიოზული შეცდომა იქნება"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა გააფრთხილება, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ძალიან სერიოზული შეცდომა იქნება.

ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტის შეკითხვას: "რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა გამოიყენებს ბინძურ ბომბებს. როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს რუსეთის მზადება მოტყუების ოპერაციისთვის?" - ბაიდენმა უპასუხა: "თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ატომურ იარაღს, ეს იქნება წარმოუდგენლად სერიოზული შეცდომა. მე ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს არის მოტყუების ოპერაცია. მე არ ვიცი ამის შესახებ. მაგრამ ეს იქნება ძალიან, ძალიან სერიოზული შეცდომა“.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ უკრაინა ემზადება "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე ამტკიცებს, რომ ამ ქვეყანაში არის ობიექტები, რომელთაც აქვთ რადიოაქტიური ბომბების წარმოების ტექნოლოგიები.


საკვანძო სიტყვები: #ბირთვული იარაღი , #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები