ბაიდენი: მსოფლიო შეიძლება "არმაგედონის" წინაშე აღმოჩნდეს

ამერიკის პრეზიდენტმა დღემდე ყველაზე მკაცრი განცხადებები გააკეთა ბირთვული ომის საფრთხის შესახებ

1890003
ბაიდენი: მსოფლიო შეიძლება "არმაგედონის" წინაშე აღმოჩნდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა გააფრთხილება, რომ მსოფლიო შეიძლება "არმაგედონის" წინაშე აღმოჩნდეს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის ომის მოსაგებად.

ამერიკის პრეზიდენტმა დღემდე ყველაზე მკაცრი განცხადებები გააკეთა ბირთვული ომის საფრთხის შესახებ ნიუ-იორკში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე და თქვა, რომ მსოფლიო ყველაზე ახლოსაა ბირთვული კატასტროფასთან ბოლო 60 წლის განმავლობაში.

„კენედისა და კუბას შორის სარაკეტო კრიზისის შემდეგ (1962), ჩვენ არმაგედონის შესაძლებლობის წინაშე არ ვმდგარვართ“. - თქვა ბაიდენმა.

მან რუსეთის პრეზიდენტზე მიანიშნა და განაცხადა: "ის არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობ. ის არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღისა და ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე."



მსგავსი ინფორმაციები