აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

1851870
აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების ჩიკაგოს სიახლოვეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. თავდამსხმელი დაკავებულია.

ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის განცხადებით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა.

პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. დამნაშავე 22 წლის თეთრკანიანი ამერიკელი მამაკაცი აღმოჩნდა.



მსგავსი ინფორმაციები