ჯოზეფ ბორელმა ღაზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ბორელი: „ღაზაში მდებარე ქალაქები უფრო მეტად განადგურდა, ვიდრე გერმანიის ქალაქები მეორე მსოფლიო ომის დროს“

2131543
ჯოზეფ ბორელმა ღაზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად გამოწვეული ნგრევა აღემატებოდა იმას, რაც განიცადა გერმანიის ქალაქებმა მეორე მსოფლიო ომის დროს (1939-1945).

ჯოზეფ ბორელმა ამის შესახებ, ევროპარლამენტში გამართულ სესიაზე სახელწოდებით, „ევროკავშირის პასუხი ღაზას სექტორში ისრაელის არმიის მიერ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების, ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე“, ისაუბრა.

ბორელმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები რეგიონისთვის „გარდამტეხი წერტილია“, და თქვა, რომ ირანსა და ისრაელს შორის მზარდმა დაძაბულობამ არ უნდა დაგვავიწყდეს ღაზაში ჰუმანიტარული ტრაგედია.

სიტყვით გამოსვლის დროს ბორელმა შეახსენა, რომ ღაზაში 34 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, ძირითადად ქალები და ბავშვები დაიღუპნენ და მოსახლეობის 75 პროცენტი იძულებით გადაადგილებული იქნენ. ბორელმა განაცხადა, რომ ბავშვებმა დაიწყეს შიმშილით სიკვდილი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 60 პროცენტზე მეტი და 35 პროცენტი მთლიანად განადგურდა.

„ღაზაში მდებარე ქალაქები უფრო მეტად განადგურდა, ვიდრე გერმანიის ქალაქები მეორე მსოფლიო ომის დროს“, - თქვა ჯოზეფ ბორელმა.


საკვანძო სიტყვები: #ღაზა , #ჯოზეფ ბორელი

მსგავსი ინფორმაციები