თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

2131324
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის ტიმურ ივანოვის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი, მიმდინარეობს გამოძიება“.

თავის მხრივ, საკითხთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ივანოვის დაკავების შესახებ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ინფორმირებული იყვნენ.

ცნობისათვის, ტიმურ ივანოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2016 წლის მაისში პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით დაინიშნა.



მსგავსი ინფორმაციები