პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს

2132153
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ომი რუსეთსა და ნატოს შორის მოსკოვის "გარდაუვალი მარცხით" დასრულდება.

პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას სიკორსკიმ თქვა: "არა ჩვენ, როგორც დასავლეთს, არამედ პუტინს უნდა შეეშინდეს კონფლიქტის". „ეს უნდა ახსოვდეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ რუსებმა უფრო დიდი საფრთხე იგრძნონ. ნატო არის თავდაცვის ორგანიზაცია. მისი მიზანია იმის ჩვენება, რომ თუ რუსეთის ფედერაცია თავს დაესხმება ნატოს რომელიმე წევრს, ის გარდაუვალ მარცხს განიცდის“. - აღნიშნა მინისტრმა.

სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი დაჩრდილულია დასავლეთის პოტენციალით, ნატოს ჯარისკაცების რაოდენობა სამჯერ აღემატება რუსეთის ჯარისკაცებს და რომ ნატოს საჰაერო ძალები სამჯერ მეტია რუსეთის საჰაერო ძალებზე და რუსეთს ნატოს გემების რაოდენობის მხოლოდ ¼-ი აქვს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა: "პუტინს მხოლოდ ერთი იმედი აქვს და ეს არის დასავლეთის ყოყმანი".


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #პოლონეთი

მსგავსი ინფორმაციები