ზელენსკი რუსეთის გაეროდან გარიცხვას ითხოვს

ზელენსკი რუსეთის გაეროდან გარიცხვას ითხოვს

1849531
ზელენსკი რუსეთის გაეროდან გარიცხვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში მიმართვისას, რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, გარიცხვის მოწოდებით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტმა მის ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ გაეროს მეორედ მიმართა რა, აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინას მხოლოდ გასული კვირის შაბათ დღეს 62, ხოლო კვირას 26 რაკეტა ესროლა. ზელენსკიმ მოუწოდა გაეროს დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყოს სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც 18 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის, „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ მომხსენებელმა ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოერთვას რუსეთს უფლებები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და გაეროს უშიშროების საბჭოში, სანამ ის არ დაასრულებს თავის ტერორისტულ საქმიანობას.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს უშიშროების საბჭოში.

მეორეს მხრივ, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში როზმარი დიკარლომ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში 4731 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #გარიცხვა , #რუსეთი , #გაერო , #ზელენსკი

მსგავსი ინფორმაციები