დავით არახამია: „რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება“

არახამია, სტამბოლში უკრაინა-რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას აკეთებს

1811573
დავით არახამია: „რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება“

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა: „რუსეთის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე სტამბულის შეთანხმების ერთგულია და პოზიცია არ შეუცვლია“.

არახამიამ, რომელიც უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელია, ტელეგრამის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე იცავს (გასული თვის) სტამბოლის შეთანხმებას და პოზიცია არ შეუცვლია. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უკრაინულმა მხარემ არ გაითვალისწინა ყველა დამატებითი საკითხი, რაც არ იყო სტამბოლის შეხვედრაზე დღის წესრიგში დაყენებული. ალბათ ამან გამოიწვია მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის არასწორი ინტერპრეტაცია“, განაცხადა არახამიამ ტელეგრამის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო მის ქვეყანასთან სტამბოლში მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები, რის გამოც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც და აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო საკუთარი წინადადებებიდან გასვლა და პროვოკაციების განხორციელება.



მსგავსი ინფორმაციები