უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დღეს სტამბოლში გაიმართება

რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ მხარეები დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის ხვდებიან

1803375
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დღეს სტამბოლში გაიმართება

რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ მხარეები დღეს სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის ხვდებიან.

შეხვედრა დოლმაბაჰჩეს სამუშაო ოფისში გაიმართება.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კვირას სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფების შემდეგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართებოდა.

იმავდროულად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავის ქვეყანაში პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთში გასამართ მოლაპარაკებებზე ჩვენი მინიმალური მოთხოვნა იქნება ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა და ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნა კი იქნება ცეცხლის შეწყვეტა და ამისთვის მდგრადი შეთანხმების უზრუნველყოფა.“



მსგავსი ინფორმაციები