რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება

1800560
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება.

პესკოვმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ შეფასებები CNN-ის ეთერში გააკეთა.

კითხვაზე, თუ რა პირობებში გამოიყენებს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, პესკოვმა უპასუხა: „თუ ჩვენი ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება, ეს შეიძლება მოხდეს.“

კითხვაზე, მიაღწია თუ არა პუტინმა თავის მიზნებს უკრაინაში, პესკოვმა თქვა: "ჯერ არა. ჯერ არ მიუღწევია თავისი მიზნებისთვის."

უკრაინის ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა პრესსპიკერმა პესკოვმა და თქვა: "ჩვენი ოპერაცია მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრული გეგმებისა და ამოცანების ფარგლებში".


საკვანძო სიტყვები: #ბირთვული იარაღი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები