ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1753223
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, ბაიას შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ბაიას შტატის სამოქალაქო თავდაცვისა და ზედამხედველობის სააგენტოს (Sudec) განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოემბრიდან მოყოლებული წვიმების გამო რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, 2 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას წვიმის შედეგად მომხდარმა წყალდიდობამ 430 ათას 869 ადამიანი დააზარალა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში 16 ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა და 19 ათას 580 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, ბრაზილიის მეტეოროლოგიური სამსახურები აფრთხილებენ ახალი წყალდიდობისა და მეწყრების რისკის შესახებ.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ბრაზილია

მსგავსი ინფორმაციები