ერაყმა ბელორუსიდან 3556 ადამიანი დააბრუნა

ერაყმა განაცხადა, რომ ბელორუსიდან ქვეყანაში 3556 ადამიანი დააბრუნეს

1746635
ერაყმა ბელორუსიდან 3556 ადამიანი დააბრუნა

ერაყმა განაცხადა, რომ ბელორუსიდან ქვეყანაში 3556 ადამიანი დააბრუნეს.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აჰმედ საჰაფმა თქვა: „ამ დროისთვის ბელორუსიდან ერაყში 3556 ადამიანი დავაბრუნეთ. ასევე, დროებითი პასპორტები მივეცით 383 ადამიანს, რომლებმაც პასპორტი დაკარგეს“.

3 დღის წინ საჰაფმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ბელორუსიდან ქვეყანაში 417 ერაყელი დააბრუნეს.

ერაყში არსებული არახელსაყრელი საცხოვრებელი პირობების გამო, ბელორუსის საზღვარზე ზაფხულიდან ევროპაში გადასვლას ბევრი ადამიანი ელოდება და უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობს.


საკვანძო სიტყვები: #საზღვარი , #ბელორუსი , #ერაყი

მსგავსი ინფორმაციები