ილჰან ომარის მიმართ მუქარის შემცველი მესიჯები არ წყდება

ილჰან ომარის მიმართ მუქარის შემცველი მესიჯები არ წყდება

1742097
ილჰან ომარის მიმართ მუქარის შემცველი მესიჯები არ წყდება

ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში დადგა, მუსლიმი კონგრესის დემოკრატი წევრის ილჰან ომარის მიმართ მუქარის შემცველი მესიჯები. ომარი, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის წევრი ლორენ ბობერტი ტერორისტს უწოდებდა, ამტკიცებს, რომ მან მიიღო ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მუქარას და შეურაცხყოფას. ინციდენტის შემდეგ, რომელიც აშშ-ის დღის წესრიგში დადგა, ომარმა და ბობერტმა ტელეფონით ისაუბრეს. ომარმა ეს ჩანაწერი პრესის წევრებს გაუზიარა და განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს მისთვის სრულად ბოდიში არ მოუხდიათ რა, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ მიღებული მუქარის შემცველი ხმოვანი ჩანაწერიც გაუგზავნა პრესას. პრესკონფერენციის შემდეგ ომარის მხარდაჭერა გამოუცხადა დემოკრატიული პარტიის პარლამენტის წევრმა ოკასიო კორტეზმა. მან, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა ამ მუქარის მიმართ დუმილში დაადანაშაულა და ამტკიცებდა, რომ პარტიაში არსებობდა „კუ-კლუქს კლანის“ მსგავსი სტრუქტურა, რომელმაც მიიღო რასისტული რიტორიკა.


საკვანძო სიტყვები: #ილჰან ომარი

მსგავსი ინფორმაციები