აშშ-ში სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

1741259
აშშ-ში სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ოკლენდის რაიონის შერიფის ოფისის განცხადებით, ოქსფორდის ლიცეუმში მოსწავლემ სკოლაში მიტანილი იარაღით ასევე 6 ადამიანი დაჭრა.

ლიცეუმში მომხდარ ინციდენტში ჰაერიდან შვეულმფრენით ჩაერია SWAT-ის ჯგუფი და შეიარაღებული მოსწავლე დააკავეს.

აღინიშნა, რომ მოსწავლის იარაღიდან 15-დან 20-მდე ტყვია იქნა ნასროლი და თავდამსხმელს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილმა უარი თქვა თავდასხმის მიზეზზე საუბარზე და რომ იგი მარტო მოქმედებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 15 წლის ბიჭია, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა.

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი თავდასხმა მიჩიგანში თითქმის 40 წელია არ მომხდარა.



მსგავსი ინფორმაციები