სერბეთში სარაკეტო ფაბრიკაში აფეთქება მოხდა

სერბეთში სარაკეტო ფაბრიკაში აფეთქება მოხდა

1738070
სერბეთში სარაკეტო ფაბრიკაში აფეთქება მოხდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სარაკეტო ქარხანაში რაკეტებისა და სამხედრო საბრძოლო მასალის მწარმოებელ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ბოლო მონაცემებით 2 მუშა ემსხვერპლა. ქარხანაში განმეორებითი აფეთქებებიც იყო. აფეთქების შემდეგ კვამლით დაიფარა ქალაქის დიდი ნაწილი. შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით უსაფრთხოების და მეხანძრე-მაშველები იქნენ მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 მუშა დაიღუპა, 16 მუშა კი დაშავდა. აფეთქების მიზეზთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. აფეთქების შესაძლო საფრთხის გამო ქარხნის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #სერბეთი

მსგავსი ინფორმაციები