აშშ-ს, კანადისა და მექსიკის ლიდერები დიდი ხნის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს

აშშ-ს, კანადისა და მექსიკის ლიდერები დიდი ხნის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს

1735976
აშშ-ს, კანადისა და მექსიკის ლიდერები დიდი ხნის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს

ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკისა და კანადის ლიდერებმა, 2016 წლის შემდეგ პირველად გამართულ სამიტზე, თანამშრომლობის მესიჯები გაავრცელეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19), მიგრაცია, განვითარება და უსაფრთხოება.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მასპინძლობით, მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სამმხრივი სამიტი გამართეს.

თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5 წლის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერების პირველ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და მჭიდრო კავშირებს. ამავე ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კოვიდ-19-თან ბრძოლა, გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის რეგულირება, თანაბარი ზრდა და რეგიონში მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.



მსგავსი ინფორმაციები