აშშ-მა, ელჩების საქმეზე ახალი განცხადება გაავრცელა

“თურქეთთან თანამშრომლობა, ჩვენი პრიორიტეტული საქმეა“

1725044
აშშ-მა, ელჩების საქმეზე ახალი განცხადება გაავრცელა

როგორც ცნობილია გასულ კვირას 10 ქვეყნის ელჩებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და მოითხოვეს თურქი ბიზნესმენის ოსმან კავალას გათავისუფლება, მაგრამ, მათ გუშინ უკან გადადგეს ნაბიჯი და ახალი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვენის კონვენციის 41-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნეს: „ჩვენ არ ჩავერევით თქვენს საშინაო საქმეებში, დავემორჩილებით თქვენს კანონებს.“

ამის პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ თურქეთთან თანამშრომლობას: „ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ითანამშრომლოს თურქეთთან საერთო პრიორიტეტებზე და როგორც ჩვენი ნატოს მოკავშირე, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგის გზის გამოყენებას ნებისმიერი კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო გზა წინსვლისთვის არის თანამშრომლობა საერთო ინტერესების სფეროებში და ჩვენ ვიცით, რომ თურქეთთან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს,“ ხაზგასმით განაცხადა პრაისმა და იქვე დაამატა, რომ აშშ-ის ელჩი ანკარაში დევიდ სატერფილდი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა და აგრძელებს  მუშაობას.


საკვანძო სიტყვები: #ნედ პრაისი , #განცხადება , #ელჩები , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები