აშშ-მა მიუსამძიმრა სირიაში დაღუპული ორი თურქი პოლიციელის ოჯახს და დაგმო თავდასხმა

აშშ-მა მიუსამძიმრა სირიაში დაღუპული ორი თურქი პოლიციელის ოჯახს და დაგმო თავდასხმა

1718777
აშშ-მა მიუსამძიმრა სირიაში დაღუპული ორი თურქი პოლიციელის ოჯახს და დაგმო თავდასხმა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიუსამძიმრა სირიაში დაღუპული ორი თურქი პოლიციელის ოჯახს და თავდასხმა დაგმო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ყოველდღიურ ბრიფინგზე სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია YPG/PKK-ს თურქეთის წინააღმდეგ  თავდასხმები შეაფასა.

პრაისმა YPG/PKK-ს სახელის ხსენების გარეშე აღნიშნა: ”ჩვენ ვგმობთ ნატო-ს მოკავშირე თურქეთზე სასაზღვრის მიღმა თავდასხმებს. ჩვენ ასევე ვუსამძიმრებთ სირიაში დაღუპული ორი თურქი პოლიციელის ოჯახს...  მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის ზონები, გააძლიეროს სტაბილურობა სირიაში და იმუშაოს პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის... თურქეთი ჩვენი ნატო-ს მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები მრავალ სფეროში, ტერორიზმთან ბრძოლიდან სირიაში კონფლიქტის დასრულებამდე. ჩვენ გავაგრძელებთ ანკარასთან მჭიდრო კონსულტაციებს სირიის პოლიტიკასთან დაკავშირებით.”


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები