პენიტენციურ დაწესებულებებში ჩხუბის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პენიტენციურ დაწესებულებებში ჩხუბის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

1712609
პენიტენციურ დაწესებულებებში ჩხუბის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ეკვადორის პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი ჩხუბის დროს ბოლო მონაცემებით 116 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 89-მდე პირი.  დაპირისპირება ორ ნარკოდაჯგუფებას შორის მოხდა. ეკვადორის პრეზიდენტმა გილერმო ლასომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა სასჯელაღსრულების სისტემაში 60 დღიანი „საგანგებო მდგომარეობაა“ გამოცხადებული.

გავრცელებული ცნობით, ხუთ პატიმარს თავი მოკვეთეს. ციხეზე კონტროლის მოსაპოვებლად ასობით  სამართალდამცველი იქნა მობილიზებული.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ამბოხი, გავლენიანი მექსიკური  ნარკოდაჯგუფების დაკვეთით დაიწყო. დაპირისპირებისას ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.



მსგავსი ინფორმაციები