რუსი ექსპერტები თურქეთის განვითარებას აფასებენ

რუსი ექსპერტები თურქეთის განვითარებას აფასებენ

1679000
რუსი ექსპერტები თურქეთის განვითარებას აფასებენ

რუსმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ასპარეზზე და იგი გახდა რეგიონალური ძალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიასთან არსებული თანამედროვე საერთაშორისო საკითხთა ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „რუსეთი და თურქეთი: გუშინ, დღეს და ხვალ“.

პროგრამაზე სიტყვით გამოსულმა, თანამედროვე საერთაშორისო საკითხთა ინსტიტუტის დირექტორმა ოლეგ კარპოვიჩმა, რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ბოლო პერიოდში თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთქმედება მნიშვნელოვან დღის წესრიგად იქცა საერთაშორისო ურთიერთობებში. რადგან, თურქეთი როგორც სამხრეთ კავკასიაში ასევე შუა აზიაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ქვეყანა გახდა.“

პროგრამაზე სიტყვით გამოსულმა, რუსეთში თანამედროვე თურქეთის კვლევების ცენტრის დირექტორმა ამურ გაჯიევმა კი ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ბოლო პერიოდში თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს რის გამოც განამტკიცა პოზიცია რეგიონში და გაზარდა გავლენა მეზობელ ქვეყნებზე. მან თურქეთის სირიაში, ლიბიასა და ყარაბაღში ჩართულობაზეც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას „სტრატეგიული“ მნიშვნელობა აქვს.

ევრაზიული კვლევების ცენტრის თანამედროვე საერთაშორისო პრობლემების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ალი მუსტაფაბეილმა კი სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ რადგან პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დამოუკიდებლად მოქმედებს, მის მიმართ პატივისცემაც დიდია.

პროგრამაზე ასევე სიტყვით გამოსულმა ევროპისა და აზიის კულტურის ცენტრის პრეზიდენტმა რადიკ ამიროვმა განაცხადა, რომ თურქეთთან თანამშრომლობა, მნიშვნელოვანია „გეოპოლიტიკური“ თვალსაზრისით.



მსგავსი ინფორმაციები