საბერძნეთში ვაქცინის მოწინააღმდეგებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
საბერძნეთში ვაქცინის მოწინააღმდეგებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
საბერძნეთის მთავრობის მხრიდან სამედიცინო პერსონალისთვის, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინის სავალდებულოდ გახდომის გადაწყვეტილება დედაქალაქ ათენსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციაზე, რომელსაც მრავალი მღვდელი ესწრებოდა, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით „არა სავალდებულო ვაქცინაციას“ და „თავისუფლება.“
ცნობისათვის, საბერძნეთში სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის ვაქცინაცია 1 სექტემბრიდან სავალდებულო ხდება.
მსგავსი ინფორმაციები
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს ჩვენი უნდა ეშინოდეს
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტს
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტს