აფრიკის პარლამენტის მოწოდება ევროპარლამენტს

აფრიკის პარლამენტის მოწოდება ევროპარლამენტს

1655895
აფრიკის პარლამენტის მოწოდება ევროპარლამენტს

აფრიკის პარლამენტმა ევროპარლამენტს  მოუწოდა, არ ჩაერიოს მაროკოს და ესპანეთს შორის მიგრანტთა კრიზისში.

აფრიკის პარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის  გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფს არასრულწლოვანთა გამოყენებას მიგრაციის კრიზისში ესპანეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ სეუტაში, არ ეთანხმებიან.

მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ მაროკო-ესპანეთის კრიზისთან დაკავშირებული ზოგიერთი ძირითადი წესი დაცული უნდა იყოს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ არ უნდა იქნას მიღებული ნებისმიერი პოზიცია, რომელიც დაძაბულობას გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ რაც, მაროკოდან არალეგალური მიგრანტების მოზღვავება ესპანეთში საგრძნობლად გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები