ჰამასი ისრაელის ჯარისკაცის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

ჰამასი ისრაელის ჯარისკაცის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

1653118
ჰამასი ისრაელის ჯარისკაცის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

„ჰამასის“ შეიარაღებულმა დანაყოფმა, იზ ად-დინ ალ-კასამის ბრიგადამ, მათ ხელში ტყვედ მყოფი ისრაელის ერთ-ერთი ჯარისკაცის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“-ზე გაშუქებულ ერთ-ერთ გადაცემაში, დოკუმენტური ფილმის სახით, 2011 წლის 11 ოქტომბერს ჰამასსა და ისრაელს შორის პატიმართა გაცვლის ხელშეკრულება იქნა განხილული, რომელშიც 1027 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს ერთი ისრაელის ჯარისკაცის სანაცვლოდ. პროგრამაში ღაზაში, ჰამასის ხელში მყოფი ისრაელის ჯარისკაცის აუდიოჩანაწერიც იქნა გამოქვეყნებული.

აუდიოჩანაწერში ისრაელის ჯარისკაცი აცხადებს: „მე ვარ ისრაელის ჯარისკაცი, რომელიც იზ ად-დინ ალ-კასამის ბრიგადის ტყვედ ვიმყოფები. იმედი მაქვს, რომ ისრაელის სახელმწიფო კვლავ მუშაობს ჩვენ გადასარჩენად.“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი შეფასება გააკეთა ისრალის პრემიერ-მინისტრმა ბენამუნ ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ხსენებული აუდიოჩანაწერი მანიპულაციაა.

ისრაელის ტელევიზიის მე-20 არხის ერთ-ერთ გადაცემაში კი აღინიშნა, რომ ჰამასი ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებით,  ისრაელის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს.



მსგავსი ინფორმაციები