ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის  სკანდალური დეზინფორმაცია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის  სკანდალური დეზინფორმაცია

1638969
ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის  სკანდალური დეზინფორმაცია

აღმოჩნდა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ოფირ გენდელმანის მხრიდან სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი სახელწოდებით, „ღაზადან გასროლილი რაკეტების გამოსახულება“, 2018 წელს სირიაშია გადაღებული. იგი თავის გზავნილში აღნიშნავს: „ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმათულებით განზრახ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს. ეს საშინელი სამხედრო დანაშაულია.“

ოფირ გენდელმანის ამ გზავნილს კი სირიელმა ჟურნალისტმა, ზაინა ერჰაიმმა სოციალურ ქსელ, Twitter-იდან უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი ეს ინფორმაცია „ყალბი ამბები“ იყო, რადგან ხსენებული კადრები, 2018 წლის ივნისის თვეში სირიის ქალაქ დერეში იყო გადაღებული.


საკვანძო სიტყვები: #ოფირ გენდელმანი

მსგავსი ინფორმაციები