ბაიდენმა კონგრესს სიტყვით პირველად მიმართა

ჯო ბაიდენმა კონგრესზე პირველი სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის დეტალებზე ისაუბრა

1630836
ბაიდენმა კონგრესს სიტყვით პირველად მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესზე პირველი სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის დეტალებზე ისაუბრა.

ბაიდენმა, 2021 წლის 20 იანვრის შემდეგ კონგრესის ერთობლივ სხდომაზე სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს პირველად მიმართა.

მისი თქმით, ისინი ამჟამად საუკუნის ყველაზე მძიმე ეპიდემიის, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) და დიდი დეპრესიის (1929 წლის მსოფლიო ეკონომიკური დეპრესია) შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგანან.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი ვაქცინაციისთვის ქვეყნის ყველა შესაძლებლობის მობილიზებას ახდენენ.

მან აღნიშნა, რომ მათ საგარეო პოლიტიკის საკითხზეც მნიშვნელოვანი დაპირებები გააკეთეს და დაამატა: ”მე ჩინეთის სახელმწიფო მეთაურს სის (ძინპინს) სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, ჩვენ კმაყოფილებით ვხვდებით კონკურენციას და კონფლიქტი ჩვენი მიზანი არ არის.”

ბაიდენის თქმით, რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისასაც აღნიშნა, რომ კონფლიქტი არ სურთ, თუმცა მათ ქმედებებს შედეგი მოჰყვება.  

„რუსეთის მიერ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, ჩვენს მთავრობასა და დაწესებულებებზე კიბერ შეტევებს პროპორციული პასუხი გავეცით. მაგრამ როდესაც საქმე საერთო ინტერესებს ეხება, შეიძლება ვითანამშრომლოთ.“-დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამები მსოფლიოსთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნიან და დაამატა: „ამ ქვეყნების მიერ შექმნილ საფრთხეებთან, დიპლომატიით და მტკიცე გადაწყვეტილებით საბრძოლველად ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მჭიდროდ ვიმუშავებთ.“

ბაიდენის ავღანეთში მყოფი სამხედროებისათვის გზავნილი კი იყო „უკვე სახლში დაბრუნების დროა.“

„დღეს ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე დიდი ტერორისტული საფრთხე თეთრი რასიზმია. თეთრი რასიზმი ტერორიზმია და ამას თვალს ვერ ავარიდებთ.“-დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში იარაღით ვაჭრობის საკითხში არსებულ საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებას ცდილობენ.

იგი ასევე შეეხო მიგრაციის საკითხს და დასძინა, რომ ეს საკითხი აშშ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნი საკითხი იყო.

„30 წელზე მეტია პოლიტიკოსები მიგრაციის რეფერენდუმზე საუბრობენ, მაგრამ არაფერი კეთდება. ახლა ამის გამოსწორების დროა.“-განაცხადა ჯო ბაიდენმა.



მსგავსი ინფორმაციები