კოლუმბიაში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიაში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1608016
კოლუმბიაში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან კოლუმბიაში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით 45 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის მედიის ცნობით, კატასტროფებისა და რისკების მართვის ეროვნულმა ასოციაციამ (UNGRD) გაავრცელა ინფორმაცია, რომ სეზონური წვიმების დაწყებით ქვეყნის მრავალ ნაწილში მოხდა მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა, წყალდიდობა და მეწყერი. შედეგად ბოლო მონაცემებით 45 ადამიანი დაიღუპა, 23 დაშავდა და ამ დროისათვის 3 ადამიანი დაკარგულად არის გამოცხადებული.

ამავე ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად დაზარალდა 3 451 ოჯახი, ხოლო ევაკუირებული იქნა 36 ათასი ადამიანი.

ოფიციალური პირები კი მოსახლეობას სეზონური წვიმების გამო უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #კოლუმბია

მსგავსი ინფორმაციები