რა საკითხები განიხილეს მევლუთ  ჩავუშოღლუმ და ენტონი ბლინკენმა?

რა საკითხები განიხილეს მევლუთ  ჩავუშოღლუმ და ენტონი ბლინკენმა?

1607754
რა საკითხები განიხილეს მევლუთ  ჩავუშოღლუმ და ენტონი ბლინკენმა?

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თავის ამერიკელ კოლეგა, ენტონი ბლინკენთან გამართული შეხვედრის დროს, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია  PKK-ს და S-400-ის საკითხები განვიხილეს. ჩავუშოღლუმ თავის ამერიკელ კოლეგა, ბლინკენს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრესკკონფერენციის დროს თურქმა დიპლომატმა განაცხადა: „კიდევ ერთხელ მტკიცედ ავღნიშნეთ, რომ თურქეთმა, რუსული თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-400-ები შეიძინა და ეს საკითხი დასრულებულია. შეხვედრაზე ასევე ავღნიშნეთ, რომ მოკავშირეებისგან მსგავსი სისტემების შესყიდვა ვერ მოვახერხეთ. შეხვედრაზე, ბოლო დროს PKK-ს მხრიდან გახშირებული თავდასხმები და სირიაში არსებული ბოლო მდგომარეობაც განვიხილეთ. ბლინკენთან შეხვედრის დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ თურქეთ-ამერიკას შორის ამ და სხვა მრავალ საკითხთან მიმართებაში უფრო მრავალმხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს.“

ჩავუშოღლუმ ბოლოს ისიც დასძინა, რომ ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვა, აპრილის თვეში სურთ.  



მსგავსი ინფორმაციები