შეიარაღებული თავდასხმა კოლორადოს შტატში

შეიარაღებული თავდასხმა კოლორადოს შტატში

1606451
შეიარაღებული თავდასხმა კოლორადოს შტატში

ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელიცაა. მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც დაჭრილია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

მეორეს მხრივ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენ ჯო ბაიდენს ინფორმაცია მიაწოდეს.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #შტატი , #კოლორადოს

მსგავსი ინფორმაციები