ინგლისში საპროტესტო გამოსვლები იმართება

ინგლისში, პოლიციელებისთვის საპროტესტო აქციებში ჩარევის უფრო მეტი უფლებამოსილების მინიჭების კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლები მოეწყო

1605839
ინგლისში საპროტესტო გამოსვლები იმართება

ინგლისში, პოლიციელებისთვის საპროტესტო აქციებში ჩარევის უფრო მეტი უფლებამოსილების მინიჭების კანონპროექტის წინააღმდეგ, ქალაქ ბრისტოლში გამოსვლები მოეწყო, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგე ასობით ადამიანი ბრისტოლის ცენტრში შეიკრიბა და ბრაიდეველის პოლიციის განყოფილების მიმართულებით მსვლელობა მოაწყო.

პოლიციამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციის დაშლა სცადა, თუმცა დემონსტრანტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, პოლციის განყოფილების ფანჯრებს ქვები დაუშინეს და პოლიციას ფოიერვერკებით უპასუხეს.

აქციის მონაწილეებმა ასევე პოლიციის შენობის წინ და ახლოს მდებარე პოლიციის ორ მიკროავტობუსს ცეცხლი წაუკიდა.

ეივონისა და სომერსეთის პოლიციის ფედერაციის პრეზიდენტმა ენდი როუბუკმა განაცხადა, რომ მომხდარის დროს ერთ პოლიციელს ხელების და ნეკრების მოტეხილობა დაემართა.

ინგლისისა და უელსის პოლიციის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯონ აპტერმა, მომხდარს „საშინელება“ უწოდა და დასძინა: „ზიგიერთი პოლიციელი ძალიან ცუდად დაშავდა, პოლიციის ავტომობილებს ზიანი მიაყენეს, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა მოხდა.“



მსგავსი ინფორმაციები