გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა

1584033
გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა

გვინეის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ქვეყნის  სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუეკში ებოლას ეპიდემია დაიწყო. ქვეყანაში 2016 წლის შემდეგ ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დადასტურდა. ინფექციას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის გამოცხადების საფუძველი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიით 11 ათას 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემია მაშინ გვინეას, სიერა-ლეონესა და ლიბერიას შეეხო.

ებოლას ვირუსისგან გამოწვეული დაავადება არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ადამიანს და ცხოველთა ზოგიერთ სახეობას.


საკვანძო სიტყვები: #ეპიდემია , #ებოლა , #გვინეა

მსგავსი ინფორმაციები