ჯო ბაიდენ-ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჯო ბაიდენ-ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1570260
ჯო ბაიდენ-ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ბაიდენმა მაკონს განუცხადა, რომ მათ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაუმჯობესება, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირთან გამყარება სურთ.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს, დახმარება გაუწიონ კოვიდ-19-ის პანდემიის წინაშე მყოფ ყველაზე დაუცველ ქვეყნებს და ასევე გამოთქვეს იმედი, რომ შეერთებული შტატები დაბრუნება პარიზის კლიმატის შეთანხმებაში რა, დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს დოკუმენტის თანახმად ნაკისრი ვალდებულებები.

სატელეფონო საუბრისას, აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი ერთად იმოქმედებენ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ირანის ბირთვული საკითხისა და ლიბანში არსებული ვითარების გათვალისწინებით.



მსგავსი ინფორმაციები