ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 100 მილიონს მიუახლოვდა

ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 100 მილიონს მიუახლოვდა

1570335
ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 100 მილიონს მიუახლოვდა
super foto fransa koronavirus fransa 1.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 139 ათას 43-ს, ვირუსით დაავადებულთა 99 მილიონ 777 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 71 მილიონ 764 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ეპიცენტრში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარდაცვლილთა რაოდენობა 429 ათას 490-მდე, ინფიცირებულთა კი 25 მილიონ 702 ათასამდე გაიზარდა.

დიდ ბრიტანეთში ვირუსის გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში 610 ადამიანი გარდაიცვალა და 30 ათას 4 დაავადდა. ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 97 ათას 939, ხოლო ინფიცირებულთა 3 მილიონ 647 ათას 463 შეადგინა.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში 172 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ -19-ის გამო, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 73 ათას 49-მდე გაიზარდა. ერთ დღეში 18 ათას 436 ახალი შემთხვევით დაფიქსირდა და ამით ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონ 53 ათას 617 გახდა. მეორეს მხრივ, ქვეყანაში ხალხი იმარაგებს საკვებს იმის შიშით, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდება და შიმშილს გამოიწვევს. ფრანგებმა შიმშილისა და მარაგის ამოწურვის შიშით გაყინული და დაკონსერვებული საკვების შეძენა დაიწყეს.

კოვიდ-19-ის გამო მექსიკაში გარდაცვლილთა რაოდენობა 149 614 გახდა. პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ახალი ტიპის კორონავირუსის ტესტირება ჩაიტარა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.

პორტუგალიაში ვირუსის გამო გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ბოლო 24 საათში 275-ით 10 469-მდე, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობა 11 ათას 721-ით 636 ათას 190-მდე გაიზარდა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ხოაო გომეს კრავინჰოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავსტრალიაში ვირუსით 909 ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევათა რიცხვი კი 28 ათას 766-ია. სამკურნალო პროდუქციის სამმართველომ განაცხადა, რომ დაამტკიცა კოვიდ -19 ვაქცინა, რომელიც შეიქმნა ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ს მიერ.

ნიდერლანდებში, სადაც ეპიდემიის გამო 13 ათას 450 ადამიანი გარდაიცვალა, დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვები. დემონსტრაციების დედაქალაქ ამსტერდამსა და ეინდჰოვენში ბრძოლის ველს დაემსგავსა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი გამოიყენა და 25 ადამიანი დააკავა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო 24 საათში 298 ადამიანი დაავადდა, რითაც მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 253 816-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 16 ადამიანი, 1311 კი გამოჯანმრთელდა.



მსგავსი ინფორმაციები