ინდონეზიაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის პროვინცია დასავლეთ სულავესში, ქალაქ მაჟენეში მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

1564464
ინდონეზიაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის პროვინცია დასავლეთ სულავესში, ქალაქ მაჟენეში მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მიწისძვრის შედეგად 637 ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა დასავლეთ სულავესის საგუბერნატოროს შენობა და საავადმყოფო.

გარდა ამისა, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება რეგიონში, სადაც 62 სახლი დაზიანდა და ელექტროენერგიისა და საკომუნიკაციო ხაზებზე შეფერხებებია.

მეტეოროლოგიის, კლიმატისა და გეოფიზიკის ორგანიზაციის (BMKG) წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის დაფიქსირებულია მიწისძვრის შემდგომი 26 ბიძგი და გააფრთხილეს რეგიონის მოსახლეობა, რომ ჩამოშლის რისკის გამო მოერიდონ მაღალ შენობებს.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები