თურქეთის, პაკისტანის და აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი შეთანხმება

თურქეთის, პაკისტანის და აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი შეთანხმება

1563297
თურქეთის, პაკისტანის და აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი შეთანხმება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთ-პაკისტან-აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების, სტაბილურობისა, კეთილდღეობის და ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ამის შესახებ, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, თურქეთის, პაკისტანის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, შახ მაჰმუდ ყურეშის და  ჯეიჰუნ ბაირამოვის მონაწილეობით გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ სამიტის პირველი შეხვედრა 2017 წელში ბაქოში გამართეს რა, ახლა რიგი თურქეთისაა და ამ ფორმატის შეხვედრების ხშირ-ხშირად გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.  

პრესკონფერენციის დროს შახ მაჰმუდ ყურეშიმ განაცხადა, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ რა, ამ მხრივ, სამმხრივი ურთიერთობებისადმი ნდობის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კი სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მთიან ყარაბარში თურქული და პაკისტანური კომპანიები მიიწვია რათა შესაბამისი ინვესტიციები ჩადონ.

პრესკონფერენციის შემდეგ, თურქეთ-აზერბაიჯან-პაკისტანს შორის  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების და სხვა მრავალ საკითხში თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით ხელი მოეწერა „ისლამაბადის დეკლარაციას“.


საკვანძო სიტყვები: #პაკისტანი , #აზერბაიჯანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები