კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

1559305
კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

ჯო ბაიდენი 20 იანვრიდან ოთხი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. 

კონგრესმა, რომელიც აშშ-ს კონგრესის შენობის დარბევის შემდეგ ისევ შეიკრიბა და განაგრძო დელეგატთა ხმების დათვლის პროცესი, საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.

ვერმონტის შტატის შედეგების დაფიქსირებით ჯო ბაიდენმა გადალახა 270 დელეგატის ბარიერი და ოფიციალურად გახდა პრეზიდენტი.

კენჭისყრის შემდეგ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა: ”ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტის პოსტს 20 იანვარს დაიკავებს.”

დონალდ ტრამპმა კი კონგრესში კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: ”მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგს მთლიანად ვეწინააღმდეგები, მე 20 იანვარს უპრობლემოდ გადავაბარებ ხელისუფლებას.“



მსგავსი ინფორმაციები