ბელორუსში გამოსვლები გრძელდება

ბელორუსში გამოსვლები გრძელდება

1482045
ბელორუსში გამოსვლები გრძელდება

ბელორუსში პოლიციამ ხელი შეუშალა დემონსტრანტებს, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად საპრეზიდენტო სასახლისკენ მსვლელობის მოწყობა სურდათ.

დედაქალაქ მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე, მომიტინგეებმა, რომელთაც უსაფრთხოების ძალებმა შეკრების უფლება არ მისცეს, ხელში 1995 წლამდელი ბელორუსის თეთრი-წითელი-თეთრი დროშებით სტელას მოედინისკენ მსვლელობა მოაწყვეს.

მავთულხლართებით შემოსაზღვრულ სტელას მოედანზე მდებარე მონუმენტთან მყოფმა სამხედროებმა დემონსტრანტებს ამ ტერიტორიასთან მიახლოების უფლება არ მისცეს. უსაფრთხოების ძალები ჯავშანმანქანებზე დამონტაჟებული დინამიკებდიან მომიტინგეებს ხშირად აფრხილებდნენ რომ დაშლილიყვნენ.

მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი მოგვიანებით პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა.

უსაფრთხოების ძალებმა ფარებითა და პოლიციის ავტომობილებით ბარიკადები ააგეს და პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი გზა  გადაკეტეს. ბარიკადის უკან კი სამხედრო ჯავშანტექნიკა იყო განლაგებული.

ბარიკადების წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა ბელორუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს 66-ე დაბადების დღეზე მისი საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ. მოგვიანებით, მომიტინგეების უმეტესობა  წვიმის გამო დაიშალა.

აღდგა მობილური ინტერნეტი, რომელიც ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე შეწყდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინსკში დემონსტრაციების დროს 140 ადამიანი დააკავეს.

ბელორუსის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 150 სახელმწიფო მოხელეს დაემუქრნენ.

9 აგვისტოს ბელორუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვების შემდეგ „არჩევნების გაყალბების“ ბრალდებით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო გამოსვლა , #ბელორუსი

მსგავსი ინფორმაციები