ტრამპი თვლის, რომ ბელორუსში მიმდინარე დემონსტრაციები „მშვიდობიანია“

ტრამპი თვლის, რომ ბელორუსში მიმდინარე დემონსტრაციები „მშვიდობიანია“

1475551
ტრამპი თვლის, რომ ბელორუსში მიმდინარე დემონსტრაციები „მშვიდობიანია“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი თვლის, რომ ბელორუსში მიმდინარე დემონსტრაციები „მშვიდობიანია“.

„მე მიყვარს დემოკრატია. ეს მნიშვნელოვანი სიტყვაა. თუმცა, ბელარუსში  დემოკრატიას არ ვხედავთ. ჩვენ ბევრ ხალხს ვესაუბრებით და შესაბამის დროს რუსეთსაც დაველაპარაკებით და სხვებსაც. უდავოა, რომ მსვლელობა ძალიან დიდია და როგორც ჩანს, ეს არის ძალიან მშვიდობიანი მსვლელობა“, - აცხადებს ტრამპი, ბელორუსში მიმდინარე დემონსტრაციების შესახებ შეფასების დროს.

მეორეს მხრივ, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს, ნატო-ს გენერალური მდინავანი იენს სტოლტენბერგიც გამოეხმაურა და ბელარუსის მთავრობას მოუწოდა, რომ პატივი სცეს ყველა ფუნდამენტურ უფლებებს.


საკვანძო სიტყვები: #ბელორუსი , #ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები