თურქული პრესა 12.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1878580
თურქული პრესა 12.09.2022

თურქული პრესა 12.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შარიფთან“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან შაჰბაზ შარიფთან. საუბრის დროს ერდოღანმა თქვა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს პაკისტანის ბრძოლას წყალდიდობის წინააღმდეგ და რომ ისინი მობილიზებულნი არიან საჭირო მხარდაჭერისთვის. ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ პაკისტანის ჭრილობების მოსაშუშებლად.

Sabah: "მიცოტაკისი იმედით ელის ერდოღანს"

მას შემდეგ, რაც ბოზჯაადას მახლობლად მყოფი გემის მიმართულებით ბერძნებმა ცეცხლი გახსნეს და ნატოს მისიების განმახორციელებელ თურქულ F-16-ებზე რადარი დაბლოკეს, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელმაც წინა დღის გამოსვლებით დაძაბულობა გაამძაფრა, ძალიან სწრაფად უკან დაიხია. მიცოტაკისმა გამოთქვა მზადყოფნა შეხვდეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

Vatan: "შავი ზღვის გაზის გამოყენება მალე სახლებში დაიწყება"

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავენ 2023 წლის პირველ კვარტალში შავ ზღვაში აღმოჩენილი 540 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის სახლებში მიტანას და დაამატა: „ამჟამად, როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს. იმედია, მომავალ წელს თურქეთი შავი ზღვის გაზით შეხვდება.“ მან ასევე თქვა, რომ გადაწყვეტილი აქვთ, აღმოჩენენებისთვის მუშაობა ხმელთაშუა ზღვაშიც დაიწყონ.

Star: „ტაჯიკეთს სურს ისარგებლოს თურქეთის გამოცდილებით“

ტაჯიკეთის მრეწველობისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრმა შერალი ქაბირმა განაცხადა, რომ მათ სურთ თურქეთთან ინვესტიციების აგება „ურთიერთმოგების“ საფუძველზე და აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში შესაძლებლობები ღიაა თურქი ინვესტორებისთვის. ქაბირმა თქვა: ”ჩვენ გვინდა ვისარგებლოთ თურქეთის გამოცდილებით ეკონომიკის თაოსნობით ბევრ სფეროში.”

Haber Türk: „1,5 მილიონი მიხაკი თურქეთიდან დედოფალ ელისაბედის დაკრძალვისთვის“

ინგლისში, დედოფალ ელისაბედის სამგლოვიარო ცერემონიასა და დაკრძალვის პროგრამაში გამოსაყენებლად ანტალიასა და ისპარტაში ყვავილებზე მოთხოვნა  90 პროცენტით გაიზარდა. სულ მცირე, 1,5 მილიონი მიხაკის გაგზავნა დაიწყო დაკრძალვისთვის. ყვავილების სექტორში დღიური სამუშაო საათები 2 საათით და დასაქმებულთა რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები