ფიდანი ბირთვული ენერგიის სამიტს დაესწრება

21 მარტს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ბირთვული ენერგიის პირველი სამიტი გაიმართება

2118025
ფიდანი ბირთვული ენერგიის სამიტს დაესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ბირთვული ენერგიის სამიტზე თურქეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკაზე ისაუბრებს.

21 მარტს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ბირთვული ენერგიის პირველი სამიტი გაიმართება.

სამიტზე განიხილება სუფთა ენერგიაზე გადასვლა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ბირთვული ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

სამიტზე თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი წარადგენს.

მინისტრი ფიდანი სამიტზე სიტყვით მიმართავს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, ისაუბრებს თურქეთის პოლიტიკაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით და მათ ინფორმაციას მიაწვდის აქქუიუს ატომური ელექტროსადგურის პროექტზე.

სამიტზე მონაწილეებს განემარტებათ, რომ როგორც ჩვეულებრივი ატომური ელექტროსადგურები, ასევე მცირე მოდულური რეაქტორები იქნება თურქეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ფუნდამენტური ელემენტი.

ბირთვული ენერგეტიკის სამიტზე მოწვეულნი არიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც იყენებენ ბირთვულ ენერგიას, მიზნად ისახავენ ამ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებას და რომლებიც აპირებენ გადასვლას ატომური ენერგიის გამოყენებაზე.

სამიტს დაესწრებიან 18 ქვეყნიდან მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურები ან მოადგილეები, ევროკავშირის საბჭოსა და კომისიის პრეზიდენტები და 17 ქვეყნიდან მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები.



მსგავსი ინფორმაციები