პრეზიდენტმა ერდოღანმა და მიცოტაკისმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა ერდოღანმა და მიცოტაკისმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

2139063
პრეზიდენტმა ერდოღანმა და მიცოტაკისმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჰამასი არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია და მისი თითქმის ათასი წევრი თურქეთში მკურნალობს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში ჩამოვიდა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

აქ საუბრისას მიცოტაკისმა თქვა: „თურქეთთან ახლო აღმოსავლეთის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი ისრაელის შესვლას ღაზის რეგიონში და ჰამასს, რომელსაც ჩვენ ტერორისტულ ორგანიზაციად მივიჩნევთ, განსხვავებული განმარტებით უყურებს“. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა: „მე არ მიმაჩნია ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად“. მან ასევე დასძინა: „ჰამასი არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომლის მიწები 1947 წლიდან ოკუპირებულია და რომელიც მიწებს იცავს. ეს ორგანიზაცია არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ისრაელის უმოწყალო (თავდასხმებისგან) 45 ათასი ადამიანის დანაკარგების წინააღმდეგ ცდილობს დაიცვას ისინი. ეს უნდა დავინახოთ. სასტიკი მიდგომა იქნება თუ ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციას ვუწოდებთ. მე არ მიმაჩნია ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად. /…/. თუ ახლა იტყვით, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაციაა, ეს დაგვამწუხრებს. ჩემს ქვეყანაში ჰამასის 1000-ზე მეტი წევრი მკურნალობს. დასავლეთი მათ ყველანაირი იარაღით ესხმის თავს და მე ვწუხვარ, თუ ამ მიწებიდან იზოლირებულ ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებთ“.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „საბერძნეთთან ჩვენი ურთიერთგაგება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერდება“.

პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში ჩამოსულ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუმარ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს ორმხრივი საკითხები და იმუშავებენ ვაჭრობის მოცულობის 6-დან 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზნით და დაამატა: „ჩვენი ურთიერთგაგება საბერძნეთთან ტერორიზთან ბრძოლაში ძლიერდება. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი რეგიონის მომავალში ადგილი არ აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ველით, რომ ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოზიტიური ატმოსფერო ხელს შეუწყობს საბერძნეთში ჩვენი თურქი უმცირესობისა და თანამემამულეების უფლებების დაცვას“.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კუნძულზე არსებული ფაქტების საფუძველზე კვიპროსის პრობლემის სამართლიანი და მუდმივი გადაწყვეტის მიღწევა და განაცხადა: „ასეთი ნაბიჯი გააძლიერებს ჩვენი რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობას“.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენს შორის ურთიერთგაგების გარემო მუდმივად ვითარდება უფრო პოზიტიურად“. მისი თქმით, ისინი მხარს უჭერენ თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში.


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები