პრეზიდენტი ერდოღანი ისლამის მკვლევართა მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი ისლამის მკვლევართა მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა

2138618
პრეზიდენტი ერდოღანი ისლამის მკვლევართა მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში გამართული მსოფლიო ისლამის მკვლევართა საკონსულტაციო სამიტის გახსნის პროგრამაზე ისაუბრა.

ერდოღანმა თქვა, რომ ისინი, ვინც საკუთარ თავს „თავისუფლების ქვეყნად“ ასაღებენ, მოულოდნელად ფაშიზმს მიმართავენ, როდესაც საქმე ისრაელის ინტერესებს ეხება.

„ჩვენი ქვეყნის საავადმყოფოებში ვმკურნალობთ 400-ზე მეტ ღაზელ პაციენტს და დაშავებულს, მათ შორის სიმსივნით დაავადებულებს“. - თქვა მან.

„სრულიად ამაოა იმის მოლოდინი, რომ გლობალური სისტემის ბატონები, გარდა კეთილსინდისიერი ქვეყნებისა და საზოგადოებებისა, ზეწოლას მოახდენენ ისრაელზე“. - აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა: „ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ისრაელს ანტისემიტიზმის ჯოხით გააჩუმოს ყველა კეთილსინდისიერი ხმა“.

მისივე თქმით, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდასხმები დაიწყო ღაზაში 7 ოქტომბერს.

„ისრაელი აგრძელებს უდანაშაულოთა სისხლის ღვრას. 15 ათასი ბავშვი სასტიკად მოკლეს. მოწამეობრივად დაიღუპა 35 ათასი პალესტინელი ძმა. 2 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა სახლებიდან წასულიყო. ღაზა, რომელიც 7 ოქტომბრამდე ისედაც ღია ცის ქვეშ საპყრობილე იყო, ბოლო 219 დღეა გადაიქცა სასიკვდილო ბანაკად, რომლის მაგალითი მხოლოდ ჰიტლერულ გერმანიაში ვნახეთ“. - განაცხადა ერდოღანმა.

მან „მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომ რაც შეიძლება მალე აღიარონ პალესტინის სახელმწიფო“  და დასძინა: „ჰამასმა გადადგა ძალიან კრიტიკული ნაბიჯი მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გზაზე (ღაზის სექტორში) და (ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ) ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ რაფაჰში უდანაშაულოებზე თავდასხმით უპასუხა“.

პრეზიდენტმა გამოსვლაში ასევე ავღანეთის ბაღლანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულების გამო აღვანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

ცნობისთვის, ბაღლანში მომხდარ სტიქიას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები