თურქეთი ელექტრო მანქანების ბატარეებს აწარმოებს

თურქეთი ელექტრო მანქანების ბატარეებს აწარმოებს

1978896
თურქეთი ელექტრო მანქანების ბატარეებს აწარმოებს

გუშინ, თურქეთში კერძოდ კი, ბურსაში გემლიქის რაიონში, ელექტრო მანქანების ბატარეების მწარმოებელ პირველ ქარხანას საფუძველი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ჩაეყარა.

Siro-ს აბრეშუმის გზის სუფთა ენერგიის შენახვის ტექნოლოგიის ბატარეების განვითარებისა და წარმოების კამპუსის მშენებლობა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გამართული ცერემონიით დაიწყო.

Siro-ს განცხადებით, ქარხანა, რომელიც აშენდება 607 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე, გემლიქში Togg-ის ტექნოლოგიის კამპუსის გვერდით, 20 GWs სიმძლავრით, 2035 წლისთვის მისი მოცულობა 50 GWs-მდე და უფრო მეტამდე გაიზრდება, რეგიონში არსებულ შესაძლებლობებთან ერთად.

Siro ექსპორტს თურქეთის გარდა რეგიონის 120 ქვეყანაში განახორციელებს საავტომობილო და არასაავტომობილო აპლიკაციებში.

პირველი ბატარეების გამოშვება 2024 წლისთვის იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები