თურქეთმა ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

თურქეთმა ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

1838531
თურქეთმა ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

თურქეთმა, ნიგერიის ონდოს შტატში ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო. საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყება წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნიგერიის ონდოს შტატში ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად მრავალი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო. მკაცრად ვგმობთ ამ საზარელ თავდასხმას, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობარ ნიგერიელ ხალხსა და მთავრობას, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიის ონდოს შტატში ღვთისმსახურების დროს ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები