სულეიმან სოილუ: „თურქეთში 58 ათასი უკრაინელი ჩამოვიდა“

სულეიმან სოილუ: „თურქეთში 58 ათასი უკრაინელი ჩამოვიდა“

1799615
სულეიმან სოილუ: „თურქეთში 58 ათასი უკრაინელი ჩამოვიდა“

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თურქეთში 58 ათასი უკრაინელი ჩავიდა. სულეიმან სოილუმ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა. ინტერვიუს დროს, თურქეთში ლტოლვილების რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შესახებ კითხვაზე სოილუმ ასე უპასუხა: „უკრაინაში ომის დაწყებიდან (24 თებერვალი) დღემდე, თურქეთში 58 ათასი უკრაინელი ჩამოვიდა. ამათგან ქვეყანაში, დაახლოებით 30 ათასი სახმელეთო გზით შემოვიდა, ხოლო დაახლოებით 900 საჰაერო გზით  მესამე ქვეყნების გავლით შემოვიდა“.

სულეიმან სოილუმ ბოლოს ასევე დასძინა, რომ საკითხთან დაკავშირებით მათ ყველა აუცილებელი ზომები მიიღეს.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინელები , #სულეიმან სოილუ

მსგავსი ინფორმაციები