თურქეთი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას გეგმავს?

თურქეთი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას გეგმავს?

1744740
თურქეთი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას გეგმავს?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატარში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ერდოღანს ბოლო დროს, აბუ-დაბისთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეახსენეს და ჰკითხეს, თუ გადაიდგმებოდა მსგავსი ნაბიჯები ისრაელთან და ეგვიპტესთან, ასე უპასუხა: „აბუ-დაბის ადმინისტრაციიდან მსგავსი შემოთავაზება, რომ მივიღეთ, ჩვენს სიამოვნებით დავთანხმდით. რატომ არ უნდა იყოს მსგავსი პროცესი ისრაელთან დაკავშირებით? ჩვენ, რეგიონის მშვიდობის და სტაბილურობისთვის ვმუშაობთ. მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ვფიქრობთ, რომ სასარგებლო იქნება. წარსულში მქონდა შეხვედრები ისრაელთან. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ისრაელის პოლიტიკა, პალესტინის მიმართ უფრო მგრძნობიარე უნდა იყოს, მათ შორის იერუსალიმის და ალ-აქსას მეჩეთის მიმართ. როგორც კი დავინახავთ აქ სენსიტიურობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და შესაბამის ნაბიჯებსაც გადავდგამთ. რაც შეეხება, ელჩების ხელმეორედ დანიშვნას, ისრაელმა ჩვენი დამოკიდებულება კარგად იცის, ამიტომ, ჩვენ ამის მიხედვით ვმოქმედებთ.“


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები