სულეიმან სოილუმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

სულეიმან სოილუმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

1740655
სულეიმან სოილუმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ თავის ლიბანელ კოლეგა, ბესამ მევლევისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, სულეიმან სოილუსა და ბესამ მევლევის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ორი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული. ამავე ინფორმაციით სატელეფონო საუბრის დროს სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ და ქვეყნის სხვა უსაფრთხოების ძალებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ ნებისმიერ საკითხში.

ცნობისათვის, თურქეთის საელჩომ 5 ნოემბერს, ბეირუთში 3000 საკვები ამანათი გადასცა ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს, შიდა უსაფრთხოების ძალებს ლიბანისთვის დახმარების ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის ეკონომიკა, რომელსაც აქვს ძალიან მყიფე სტრუქტურა სხვადასხვა რელიგიებსა და სექტებზე დაფუძნებული პოლიტიკური დაყოფის თვალსაზრისით, ყველაზე დიდ კრიზისს განიცდის 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები